გაიგეთ მეტი ანნას შესახებ:

გამარჯობა! მე ანნა ვარ, ლაქტაციის საერთაშორისო აკრედიტირებული კონსულტანტი (IBCLC) 2024 წლიდან. მივიღე კლინიკური გამოცდილება აშშ, მერილენდის შტატში, ბალტიმორში.

ამერიკაში გატარებულმა საათებმა დამარწმუნა, რომ დედების დახმარებას ადრეულ პოსტპარტუმ პერიოდში უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, მითუმეტეს ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში, სადაც ორსულობის, მშობიარობისა და ლაქტაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით საჭიროა.

მაქვს დიდი სურვილი, აქტიურად შევიტანო ჩემი წვლილი ამ პროცესში.

ჩემი ლაქტაციისადმი სიყვარულის მთავარი ინსპირაცია ჩემი ორი შვილია - ალექსანდრე და ნიკოლასი. ლაქტაციამ გააღრმავა ჩემი დედობრივი კავშირი მათთან და მომცა მოტივაცია, კიდევ უფრო გამემდიდრებინა ცოდნა ამ სფეროში.

ჩემს მეუღლესთან, შოთიკოსთან ერთად (რომელიც მეან-გინეკოლოგია), ჩემი მეორე დიდი ინტერესი ორსულობეისა და მშობიარეების განათლება და დახმარებაა.

ძალიან მიყვარს კითხვა, და როცა თავისუფალი დრო მაქვს, ან წიგნს ვკითხულობ, ან აუდიოწიგნსა თუ პოდკასტს ვუსმენ.

მიყვარს ცხოველები და ვოცნებობ, რომ მქონდეს დიდი ეზო სადაც ძაღლი მეყოლება და ჩემს გიგანტურ მონსტერებს დავალაგებ…

ჩემი მენტორი და ამერიკელი კოლეგები